პროექტი "კოქტეილ ფართი"
''კოქტეილ ფართი"
I ეტაპი: (კოქტეილი) რეცეპტის ჩაწერა
II ეტაპი : მასალის წარმოდგენა გრამებში
III ეტაპი: მასალის ფასების დადგენა
VI ეტაპი: მასალის პროპორციული გაანგარიშება (კოქტეილის) სხვადასხვა მასისათვის
V ეტაპი: (კოქტეილის) გასაყიდი ფასების დადგენა
VI ეტაპი: პროექტის პრეზენტაცია
VII ეტაპი: ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ერთი ჭიქა კოქტეილის თვითღირებულების დადგენა, გასაყიდი ფასების დადგენა და მოგების დათვლა
VIII ეტაპი: რეალურად კოქტეილის ინგრედიენტების კლუბში მოტანა დამზადება და საუკეთესო კოქტეილის გამოვლენა და გამარჯვებულის დაჯილდოება ( მუშაობა ჯგუფებში)
VII ეტაპი: ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ერთი ჭიქა კოქტეილის თვითღირებულების დადგენა, გასაყიდი ფასების დადგენა და მოგების დათვლა
VIII ეტაპი: რეალურად კოქტეილის ინგრედიენტების კლუბში მოტანა დამზადება და საუკეთესო კოქტეილის გამოვლენა და გამარჯვებულის დაჯილდოება ( მუშაობა ჯგუფებში)
აქტივობის მიზანი
1) ინტერნეტში საჭირო ინფორმაციების მოძიების უნარჩვევების გამომუშავება
2) მოსწავლეებმა გამოიყენონ მათემატიკური ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
3) პროპორციის და პროცენტის ცოდნის გამყარება წილადების და ათწილადების ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას
4) კრიტიკული აზროვნების განვითარება
5) მათემატიკის გამოყენებითი მხარის აქტუალობის კიდევ ერთი დადასტურება
საჭირო მასალა
1) ფორმატები, სურათები, ფანქრები, ცარცი, დაფა, ფურცლები კოქტეილის ინგრედიენტები
გაკვეთილის მსვლელობა
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა, გონებრივი იერიში
მოსწავლეები გაერთიანებული არიან ჯგუფებში, მოძიებული აქვთ მასალა (დრო ორი კვირა) აკეთებენ პრეზენტაციას, ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს და ის აკეთებს პრეზენტაციას (თითო პრეზენტატორი 5 წუთი) შედგენილი აქვთ ხარჯთაღრიცხვა.
პრეზენტაციის დამთავრების შემდეგამზადებენ კოქტეილებს შედგება ჟიურის წევრები შეაფასებენ კოქტეილებს და გამოავლენენ გამარჯვებულს
შეფასები სქემა
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
III
ჯგუფი
|
IV
ჯგუფი
|
V
ჯგუფი
| |
1)მასალის მოძიება, ინფ. ტექ. გამოყენება
| |||||
2)ხარჯთაღრიცხვის სწორად შედგენა
| |||||
3) თვითღირებულების სწორად დათვლა და გასაყიდი ფასების სწორად დადგენა
| |||||
4) საუკეთესო კოქტეილის შერჩევა
|
თითოეულ კომპონენტში უმაღლესი შეფასება 10 ქულა
Comments
Post a Comment